თქვენ ეწვიეთ თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალის წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვის პავილიონს!
წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვის მონაწილე გამომცემლობებისა და წიგნის გამავრცელებლების „სტენდები“ ანბანური თანმიმდევრობითაა განთავსებული. მოძებნეთ თქვენთვის საინტერესო გამომცემლობა თუ წიგნის მაღაზია და სასურველი წიგნის შესაძენად ისარგებლეთ გამომცემლობის ლოგოს ქვეშ განთავსებული ორი ღილაკით.
ღილაკის „კატალოგი“ საშუალებით შეძლებთ დაათვალიეროთ გამომცემლობის საფესტივალო კატალოგი, მოიძიოთ თქვენთვის სასურველი წიგნი, რომლის ონლაინ შეძენასაც კატალოგში მითითებულ სპეციალურ საფესტივალო ფასად 25, 26 და 27 სექტემბერს შეძლებთ იმავე გამომცემლობის ლოგოს ქვეშ განთავსებულ მეორე ღილაკის გამოყენებით.
თითოეული გამომცემლობის ლოგოს ქვეშ განთავსებული მეორე ღილაკი „ყიდვა“ გადაგამისამართებთ წიგნის სპეციალურ ონლაინ მაღაზიების ვებგვერდებსა და ან ფეისბუქის გვერდსა თუ ვირტუალური სივრცის სხვა პლატფორმებზე შექმნილ სხვადასხვა ტიპის ონლაინ მაღაზიებში. გაითვალისწინეთ, რომ თითოეული მსგავსი მაღაზია საფესტივალო ფასდაკლებას გთავაზობთ მხოლოდ კონკრეტული გამომცემლობ(ებ)ის წიგნებზე და აქვს წიგნის შეძენის ინდივიდუალური ინსტრუქცია, რომელსაც წიგნის შეძენამდე დეტალურად უნდა გაეცნოთ. წიგნების შეძენის შემდეგ, მათ დათქმულ ვადაში მოწოდებაზეც კონკრეტული გამომცემლობა და მათ მიერ შერჩეული ონლაინ მაღაზიაა პასუხისმგებელი.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. ფესტივალის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და მწერალთა სახლი. ფესტივალის მეგობარია თიბისი.